სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო

გამოქვეყნდა:

 

სენატში MEGOBARI აქტის მოსმენა, სავარაუდოდ, მარტის ბოლოსთვის გადაიდო. ამის შესახებ TV პირველის ეთერში, ვაშინგტონში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, ანი ჩხიკვაძემ ისაუბრა.

"სენატში დაგეგმილი მოსმენა საქართველოსთან დაკავშირებით გადაიდო. წყაროს თქმით, ეს უკავშირდება პროცედურულ საკითხებს... ვერ მოხდა შეთანხმება დემოკრატ და რესპუბლიკელ კოლეგებს შორის. მისი განხილვა დაახლოებით მარტის ბოლოს არის დაგეგმილი. დღეს ეს აქტი უნდა მიეღოთ, თუმცა ახლა ეს რამდენიმე კვირაში მოხდება", - აღნიშნა ჩხიკვაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი