პროკურატურა ჯანაშიასთვის 300 000 ლარიან ჯარიმას არ ეთანხმება და მკაცრი სასჯელის მოთხოვნით, სააპელაციოს მიმართავს

გამოქვეყნდა:

ე.წ. პიჯაკების საქმეზე ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებას სდსს-ს ყოფილი უფროსის, თემურ ჯანაშიას ნაწილში, პროკურატურა სააპელაციოში გაასაჩივრებს: 

"თეიმურაზ ჯანაშიას ქმედება ნაცვლად გაფლანგვისა შეფასდა, როგორც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 300 000 ლარის ოდენობით.

საქართველოს პროკურატურა თეიმურაზ ჯანაშიას ნაწილში სასამართლოს გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრებს." აცხადებს უწყება. 

ოლიგარქის სასამართლომ ე.წ. პიჯაკების საქმეზე თეიმურაზ ჯანაშიას 300 000 ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა, მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს კი 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი