კობახიძეების ოჯახის გამდიდრების ხანა 1998 წელს იწყება. მაშინ ირაკლი კობახიძის მამა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის პოსტზე მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გიორგი კობახიძემ ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტყის მასივი,12 ჰექტარი თვითნებურად შემოღობა. კობახიძის მამის ამ ქმედებას მოქალაქეების პროტესტი მოჰყვა. დედაქალაქის ყველაზე პრესტიჟული უბანი ეკოლოგიური კატარსტროფის წინაშე აღმოჩნდა. იყო არაერთი აქცია, მალე შემოღობილ ტყეს მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. ცეცხლის გაჩენის შემდეგ ყველაფერი ნათელი გახდა. ყველა მიხვდა რომ ამ გზით გიორგი კობახიძეს ჩაფიქრებული გეგმები სისრულეში მოყავდა. ვაკის გონივრული განვითარების ფონდი ერთ-ერთი იყო, რომელიც ტყის მასივის მითვისებას და განადგურებას ეწინააღმდგებოდა. ორგანიზაციის თანადამფუძნებელი ლეილა გაფრინდაშვილი "შაბათში მთავართან" საუბრისას იხსენებს, როგორ მიისაკუთრა ირაკლი კობახიძის მამამ დედაქალაქისთვის ყველაზე მთავარი - წყნეთის ფერდობზე გაშენებული ტყის მასივი.
ლეილა გაფრინდაშვილსა და სხვა ვაკელებთან ერთად, ბუნების განადგურებას აპროტესტებდა ასმათ ტყაბლაძეც. მიუხედავად იმისა, რომ ვაკია გონივრული განვითარების წევრი ქალები გიორგი კობახიძის წინააღმდეგ აქტიურად იბრძოდნენ, მაშინდელმა მაღალჩნოსანმა სურვილი მაინც აისრულა.
ძალაუფლებისა და გავლენების მოხვეჭის შემდეგ კობახიძეებმა საოჯახო ბიზნესი - კორპუსის მშენებლობა დაიწყეს, დღეს მიზანი მიღწეულია - მშენებლობა დასრულებულია და მილიონობით ლარიც ნაშოვნია.
საცხოვრებელი კორპუსი ელიტარულ უბანში - დედაქალაქის უნიკალური ხედით, მდიდრული აუზებითა და ვერანდებით გაწყობილი. აქ თითქმის ყველა ბინა გაყიდულია, გარდა 7 საცხოვრებელისა, ისინი ირაკლი კობახიძის ოჯახის საკუთრებაა. ფერდობზე ორი კორპუსი დგას, რმელთაგან ერთში მამა კობახიძე ცხოვრობს, მეორეში - შვილი. დეკლარაციაში ბინების თაობაზე "ოცნების" ლიდერს არაფერი უწერია. დოკუმენტის მიხედვით, ერთადერთი საცხოვრებელი 157 კვადრატულიანი ბინა და 20 კვადრატული მეტრი ავტოფარეხია, რომელიც 2016 წელს აჩუქეს. მჩუქებელი, სავარაუდოდ, მამაა. მამა ოჯახის წევრი არ არის, ამიტომ გიორგი კოაბხიძის მრავალრიცხოვანი ქონება შვილის დეკლარაციაში არ მოხვედრილა.
"მთავარმა არხმა" გაარკვია, რომ კობახიძეების კუთვნილ ფართზე კორპუსები კომპანია "ივერია გრუპმა" ააშენა. სამშენებლო კომპანიის მეწილეებიდან ერთ-ერთი მთავარი დიმიტრი რამიშვილია. გავლენიანი ბიზნესმენის გიორგი რამიშვილის, იგივე ზარალას ბიძაშვილი საქართველოში აშენებს ყველაფერს, რაც თავად გიორგი რამიშვილის ბიზნესთანაა დაკავშირებული. "ოცნებასთან" დაახლოვებული ბიზნესმენების დაკვეთით კორპუსის მშენებლობა უკვე დასრულებულია.
რას საქმიანობს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის მამა ახლა არავინ საუბრობს. მისი ქონება არც ირაკლი კობახიძეს აქვს მითითებული. ახლა მთავარია, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან და ბიძინა ივანიშვილის ერთგულებიდან რვა წლის თავზე ირაკლი კობახიძის ქონება ხელშეუხებელია.