"არ გავუსწროთ მოვლენებს" | პესკოვი 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე

გამოქვეყნდა:

"არ გავუსწროთ მოვლენებს" - პუტინის პრესსპიკერის, პესკოვის თქმით, რუსეთს არ სურს, წინ გაუსწროს მოვლენებს ჯიდაში გაჟღერებულ 30-დღიან ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით. 

როგორც ის ამბობს, მოსკოვი დაელოდება ამერიკული მხარისგან შეხვედრის დეტალებზე ოფიციალურად ინფორმირებას, რომელიც უახლოეს პერიოდში სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით მოხდება

„თქვენ ცოტა წინ უსწრებთ, ჩვენ კი ეს არ გვსურს. გუშინ პრესასთან საუბრისას რუბიომაც და უოლცმაც განაცხადეს, რომ სხვადასხვა დიპლომატიური არხის საშუალებით გადმოგვცემენ დეტალურ ინფორმაციას ჯიდაში შემდგარი საუბრის არსის შესახებ. ჯერ უნდა მივიღოთ ეს ინფორმაცია“,  ამბობს პესკოვი.

შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გუშინ, აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც, კიევი დათანხმდა 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას მთელ ფრონტზე. საპასუხოდ, აშშ დაუყოვნებლივ განაახლებს სამხედრო დახმარებას და სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას უკრაინისთვის.

აშშ-ში აცხადებენ, რომ "ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა".

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი