"რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, ყირიმი - ობამასგან, ბაიდენთან მთელი უკრაინის წაღება სურდათ. ვინ არის, ვისგანაც არაფერი წაუღიათ? ტრამპი | ტრამპი

გამოქვეყნდა:

"რუსეთმა ბუშისგან წაიღო საქართველო, მათ ყირიმი წაიღეს კაცისგან, სახელად ობამა - ბარაკ ჰუსეინ ობამა. მძინარე ჯო ბაიდენთან ერთად, მათ [რუსეთს] მთელი ქვეყნის [უკრაინის] წაღება სურდათ. ვინ არის ის, ვისგანაც არაფერი წაუღიათ? ტრამპი - მათ არასდროს არაფერი წაუღიათ ჩემგან.

ფაქტობრივად, მე ვარ ის, ვინც Nord Stream 2 გააჩერა. მე გავაჩერე ყველაზე დიდი მილსადენი მსოფლიოში. მკვდარი იყო და მერე ბაიდენი მოვიდა და დაამტკიცა. ის, რაც რუსეთს გავუკეთე, ძალიან ხისტი იყო, მე ვიყავი ყველაზე ხისტი, მაგრამ მათ ჩემგან არაფერი წაუღიათ..."

- თქვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი