"ეთერი სტუდენტებს!" | საზოგადოებრივზე თეატრალურის რექტორის სტუმრობის პარალელურად, შენობასთან სტუდენტები იმყოფებიან

გამოქვეყნდა:

თეატრალურის რექტორის, გიორგი შალუტაშვილის ეთერში სტუმრობის პარალელურად, შენობასთან სტუდენტები იმყოფებიან.

"ეთერი სტუდენტებს!" - სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ისინი ითხოვენ, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები ობიექტურად გააშუქოს, ამისთვის კი მათ ეთერი უნდა დაუთმოს.

10 მარტს თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტურმა მოძრაობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. იქამდე კი სტუდენტებთან, რომლებიც უნივერსიტეტში უწყვეტ პროტესტს მართავდნენ, ადმინისტრაციამ პოლიცია გამოიძახა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი