საფრანგეთის თქმით, ევროპულ ქვეყნებს შორის, უკრაინასთან დაკავშირებით, "ძალიან ფართო კონსენსუსია"

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის, გერმანიის, იტალიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრები, უკრაინის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, პარიზში შეიკრიბნენ.

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ უკრაინის არმიის გაძლიერებაზე ისაუბრა.

"საკმაოდ ფართო კონსენსუსი ჩნდება იმის შესახებ, რომ უკრაინის უსაფრთხოების პირველი გარანტია, ცხადია, თავად უკრაინის არმიაა", - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე, დაახლოებით 15-მა ქვეყანამ გამოავლინა ამ პროცესის გაგრძელების ინტერესი, რაც გულისხმობს "უსაფრთხოების არქიტექტურის შემოთავაზებულ ვარიანტებს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიზნით".

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისრმა, ჯონ ჰილიმ კი განაცხადა, რომ ევროპელი მოკავშირეები "მსურველთა კოალიციაზე" მუშაობას "დააჩქარებენ", რათა ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყონ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი