საერთაშორისო გამოცემა The Guardian-ის ინფორმაციით, შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით "გარკვეული ინფორმაცია" მიაწოდა და მოგვიანებით რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, შესაძლოა, "საერთაშორისო სატელეფონო ზარი" ჰქონდეს.
გამოცემის ცნობით, უცნობია, თუ ვისთან ექნება სატელეფონო საუბარი პუტინს, თუმცა გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი მისგან [პუტინისგან] უკრაინაში 30-დღიანი ზავის შესახებ თანხმობას ელოდება.
მანამდე, გამოცემა Reuters-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთმა აშშ-ს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტისთვის საჭირო მოთხოვნების სია გადასცა, რაც მოგვიანებით კრემლმა უარყო.