რუსული მედიის ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრა დღეს გაიმართება

გამოქვეყნდა:

"კომერსანტის" სპეციალური კორესპონდენტის, ანდრეი კოლესნიკოვის ინფორმაციით, პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფის შეხვედრა დღეს, 13 მარტის საღამოს გაიმართება. შეხვედრა კრემლში, ბელარუსის პრეზიდენტ ლუკაშენკოსთან მოლაპარაკებების შემდეგ შედგება.

უიტკოფი რუსეთში დღეს, ცეცხლის შეწყვეტის წინადადების განსახილველად ჩავიდა.

11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი