ბელარუსში მუდმივად მცხოვრები რუსები და რუსეთში მუდმივად მცხოვრები ბელარუსები, ორივე ქვეყნის არჩევნებში შეძლებენ მონაწილეობას

გამოქვეყნდა:

ბელარუსში მუდმივად მცხოვრები რუსები და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მუდმივად მცხოვრები ბელარუსები შეძლებენ მონაწილეობა მიიღონ არჩევნებში ორივე ქვეყანაში, როგორც ამომრჩევლებად, ისე საარჩევნო კანდიდატებად - ამის შესახებ პუტინმა კრემლში, ბელარუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ამგვარად, დღეს ხელმოწერილი პროტოკოლის თანახმად, 1998 წლის შეთანხმებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ორი ქვეყნის მოქალაქეების თანაბარი უფლებების შესახებ, ბელარუსში მუდმივად მცხოვრებ რუსებს და რუსეთში მუდმივად მცხოვრებ ბელარუსებს შეუძლიათ ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ როგორც ამომრჩევლებად, ასევე კანდიდატებად“, - თქვა პუტინმა.

მისივე თქმით, ორივე ქვეყანა ერთად აღნიშნავს 9 მაისს, გამარჯვების დღეს და მოსკოვში დაგეგმილ აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ ბელარუსის შეიარაღებული ძალები

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი