"იმედია, რუსეთი სწორად მოიქცევა" | ტრამპი

გამოქვეყნდა:

ტრამპი იმედოვნებს, რომ "რუსეთი სწორად მოიქცევა" - უცხოური მედიის ცნობით, ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, NATO-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა.

"[პუტინმა] ძალიან პერსპექტიული განცხადება გააკეთა, მაგრამ ის არ არის სრული... იმედია, რუსეთი სწორად მოიქცევა" - თქვა ტრამპმა.

პუტინამ კრემლში, ლუკაშენკოსთან გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს თქვა, რომ რუსეთი ეთანხმება საომარი მოქმედებების შეწყვეტის წინადადებას, მაგრამ "ეს წინადადება უნდა იყოს ისეთი, რომელიც გამოიწვევს გრძელვადიან მშვიდობას და აღმოფხვრის ომის ძირეულ მიზეზებს". 

ამ საკითხზე კრემლში დღეს პუტინისა და ტრამპის წარმომადგენლის შეხვედრა გაიმართება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი