UP: უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" დაუსახელა

გამოქვეყნდა:

უკრაინამ აშშ-ს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის "წითელი ხაზები" დაუსახელა - ინფორმაციას Ukrainska Pravda წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე უკრაინამ, სხვა საკითხებთან ერთად, ამერიკული მხარეს უთხრა, რომ არ დათანხმდება ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმას, როგორც შესაძლო „სამშვიდობო შეთანხმების“ ნაწილს. 

"უკრაინისთვის არსებობს "წითელი ხაზები", რაც მოიცავს შეზღუდვებს უკრაინის თავდაცვის ძალების რაოდენობასა და საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის, ევროკავშირსა და NATO-ში გაწევრიანებაზე. ჩვენ ნათლად განვაცხადეთ, რომ უკრაინისთვის NATO-ს საკითხის დღის წესრიგიდან ამოღება შეუძლებელია... ეს საკითხი წამოწია ანდრეი ერმაკმაც და ხაზი გაუსვა, რომ რუსეთს, ამ საკითხზე, ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს" - ამბობს ანონიმური წყარო გამოცემასთან და ამატებს იმასაც, რომ შეხვედრაზე, მომავალი მოლაპარაკებებისთვის, უკრაინის სხვა საკვანძო პოზიციებიც განიხილეს.

11 მარტს საუდის არაბეთში ამერიკის შეერთებული შტატებისა და უკრაინის დელეგაციების შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უკრაინა დათანხმდა 30 დღით ცეცხლის შეწყვეტის შეთავაზებას. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი