გასულ ღამეს უკრაინულმა დრონებმა მოსკოვს ისევ შეუტიეს. მერის, სერგეი სობიანინის თქმით, საჰაერო თავდაცვამ ოთხი თავდასხმა მოიგერია, თუმცა უცნობია, სად ჩამოვარდა ნამსხვრევები.
დროებით შეჩერებული იყო ვნუკოვოს აეროპორტის მუშაობაც, თუმცა ამჟამად შეზღუდვა მოხსნილია.
გარდა ამისა, შავი ზღვის სანაპიროზე კრასნოდარის ოლქის ქალაქ ტუაფსეში უკრაინული თვითმფრინავების თავდასხმის შედეგად, ხანძარი გაჩნდა ადგილობრივ ნავთობსაცავში. რეგიონის გუბერნატორის, ინფორმაციით, ცეცხლი 1000 კვ.მეტრზე გავრცელდა.