ფინეთის სასამართლომ რუს ვოისლავ ტორდენს (იან პეტროვსკი), 2014 წელს უკრაინაში სამხედრო დანაშაულების ჩადენისთვის, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.
მისი ადვოკატის, ნატალია მალგინას მტკიცებით, "განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია".
პეტროვსკის საქმეს ჰელსინკის რაიონული სასამართლო 2024 წლის 5 დეკემბრიდან განიხილავს. პროკურორი უკრაინაში ჩადენილი ომის 5 დანაშაულის ბრალდებით უვადო თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. მას დივერსიული და თავდასხმის სადაზვერვო ჯგუფ „რუსიჩის“ მეთაურის მოადგილის თანამდებობა ეკავა. დანაყოფი ცნობილია ნეონაცისტური შეხედულებებითა და ტყვეების წამებით.
ფინეთის პროკურატურის ინფორმაციით, პეტროვსკიმ და მისმა ქვედანაყოფმა სულ 22 უკრაინელი ჯარისკაცი მოკლეს და ოთხი მძიმედ დაჭრეს.
პეტროვსკი დანაშაულს არ აღიარებს, იმის მიუხედავად, რომ ის უკრაინელი ჯარისკაცების დასახიჩრებული ცხედრების ფონზე პოზირებდა.
2017 წელს მას სანქცია დაუწესეს, შემდეგ კი სახელი შეიცვალა - ვოისლავ ტორდენით.
რუსი სამხედრო დამნაშავე 2023 წლის ზაფხულში ფინეთის საზღვარზე დააკავეს. უკრაინამ ფინეთს მისი ექსტრადიცია მოსთხოვა, მაგრამ ფინეთმა უარი თქვა.