EU-ს ელჩები, უნგრეთთან შეთანხმების შემდეგ, რუსეთისთვის სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ | მედია

გამოქვეყნდა:

ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას Европейская правда ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება წერილობითი პროცედურის დაცვით იქნა მიღებული, შესაბამისად, სანქციები ექვსი თვით, 2025 წლის 15 აგვისტომდე გაგრძელდება.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთი სანქციების გახანგრძლივებას მას შემდეგ დათანხმდა, რაც მისი დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ ევროკავშირმა სანქციების სიიდან სამი ადამიანი ამოიღო. უცნობია კონკრეტულად რომელ სამ ადამიანზეა საუბარი.

Financial Times-ის ცნობით, უნგრეთი, სავარაუდოდ, დაჟინებით მოითხოვდა რუსი ოლიგარქის მიხაილ ფრიდმანის ევროკავშირის სანქციებიდან ამოღებას, რასაც, Bloomberg-ის წყაროების მტკიცებით, ლუქსემბურგმა მხარი დაუჭირა, თუმცა საბოლოოდ ის მაინც სანქციების ქვეშ რჩება.

Европейская правда წერს, რომ სანქციების გახანგრძლივებამ შეიძლება ფაქტობრივად გაყინოს რუსული აქტივების მთლიანი მოცულობის 30%-მდე. სავარაუდოა, რომ საუბარი შეიძლება იყოს 60 მილიარდი ევროს გაყინულ სახსრებზე ან უფრო მეტზე.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი