პესკოვი: პუტინმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კრემლში

გამოქვეყნდა:

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მიიღო აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი  - აცხადებს პუტინის პრესსპიკერი პესკოვი. მისი ცნობით, შეხვედრა კრემლში ხუთშაბათს, გვიან საღამოს გაიმართა.

„რუსულ მხარეს მიეწოდა დამატებითი ინფორმაცია. უიტკოფის მეშვეობით პუტინმა ინფორმაცია და დამატებითი სიგნალები გაუგზავნა ტრამპს“, - თქვა პესკოვმა.

ამ დრომდე არ იყო ცნობილი, შეხვდა თუ არა პუტინი ტრამპის წარმომადგენელს. რუსულმა მედიამ ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა მაღალჩინოსანმა მოსკოვი დატოვა.

შეხვედრა რომ შედგა, ეს დაადასტურა პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცმა. თუმცა, ვისთან გაიმართა მოლაპარაკებები უოლცს ამის შესახებ არაფერი უთქვამს. მისივე განცხადებით, შეხვედრის დეტალებსა და შედეგებს ამერიკული მხარე ტრამპთან განიხილავს.

ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრამდე პუტინმა ლუკაშენკოსთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მხრას უჭერს 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას, თუმცა არსებობს "ბევრი ნიუანსი".

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი