კოალიცია "ძლიერი საქართველო"ანაკლიის პორტის შესახებ, საარბიტრაჟო დავებში დახარჯული თანხების ოდენობის გასაჯაროებას ითხოვს. მოთხოვნა ოფიციალური სახით იუსტიციის სამინისტროში პოლიტიკური გაერთიანების წევრმა, თაზო დათუნაშვილმა დღეს შეიტანა
"ჩვენ, დღეს ოფიციალურად "ძლიერი საქართველოს" სახელით მოვითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, რომლის არმოწოდების უფლება უბრალოდ არ აქვთ იუსტიციის სამინისტროდან. მოვითხოვთ გვეცნობოს, რამდენი მილიონი ლარი დახარჯა იუსტიციის სამინისტრომ "ანაკლიის კონსორციუმთან" დავაში უკანასკნელი წლების განმავლობაში და კიდევ რამდენის დახარჯვას აპირებს 20205 წელს." ამბობს დათუნაშვილი.
კოალიციაში მიაჩნიათ, რომ "ანაკლიის კონსორციუმთან" დავასა და ხაზარაძე-ჯაფარიძის გაშავებაში დახარჯული მილიონები, საკმარისი იქნებოდა პორტის მშენებლობის დასაწყებად.