სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს, 15 მარტს მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართება.
აქციაში მონაწილეობის მისაღებად ათასობით მოქალაქე რეგიონებიდან ბელგრადში ჩავიდა.
"ათასობით მოქალაქე შეძახილებითა და სერბეთის დროშებით შეხვდა სტუდენტების კოლონების შესვლას ბელგრადის ქალაქის ცენტრში. ასობით მოტოციკლეტისტმა, რომლებიც პარლამენტთან იყვნენ განლაგებული, ძრავის ახმაურებით გამოხატა მხარდაჭერა დემონსტრანტების მიმართ. მხარდამჭერებმა, მათ შორის სტუდენტებმა ბელგრადიდან, ჩამოსული დემონსტრანტებისთვის ტერაზიჯის ბულვარის მიმდებარედ წითელი ხალიჩაც კი გაშალეს", - წერს გამოცემა Reuters.
დაგეგმილ დემონსტრაციას სერბეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ ვუჩიჩიც გამოეხმაურა და თქვა, რომ "სახელმწიფო მშვიდობის შესანარჩუნებლად ყველაფერს გააკეთებს, ხოლო ვინც საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას, დააპატიმრებენ". მისივე თქმით, მთავრობა ელის, რომ ბელგრადის დედაქალაქში, დღევანდელ საპროტესტო აქციას 60 000-იდან 80 000-მდე დემონსტრანტი შეუერთდება. პროტესტის ორგანიზატორები კი ამბობენ, რომ დემონსტრაცია ბევრად უფრო მასშტაბური იქნება.