კურსკის ოლქში ჩვენი ჯარები ალყაში არ არიან | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების ოპერაცია „კურსკის რეგიონის გარკვეულ რაიონებში გრძელდება“. ინფორმაციას ზელენსკი სოციალური ქსელითა ავრცელებს და წერს, რომ უკრაინელი სამხედროების დაპირისპირება რუს და ჩრდილო კორეელ სამხედრო ძალებთან გრძელდება. 

„ნაწილები დავალებებს ისე ასრულებენ, როგორც მოსალოდნელია. კურსკის რეგიონში უკრაინული ძალების წყალობით, რუსული ჯარის მნიშვნელოვანი რაოდენობა განლაგდა სხვა მიმართულებებიდან.

ჩვენი ჯარები აგრძელებენ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის ჯგუფებთან დაპირისპირებას კურსკის რეგიონში. ჩვენი ჯარები არ არიან ალყაში,” აღნიშნავს ზელენსკი.

ბოლო დღეებია რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ კურსკის რაიონში რუსული ჯარები სუჯაში შევიდნენ. პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები "ბლოკირებული არიან რუსული ჯარების მიერ" და მათ "დანებებისკენ" მოუწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი