ყველას აინტერესებს ძლიერი, შეუმცირებელი არმია - ის პარტნიორები, რომლებთანაც ჩვენ დისკუსიაში ვართ. რაც შეეხება ასეთი ჯარის შენარჩუნებას და გაძლიერებას, ყველას ესმის, რომ ეს არის საერთო პასუხისმგებლობა. უკრაინა ამას მარტო ვერ გააკეთებს - განუცხადა ჟურნალისტებს უკრაინის პრეზიდენტმა ევროპელი ლიდერების ონლაინ ფორმატის სამიტის შემდეგ.
მისი თქმით, ყველამ უნდა იმოქმედოს სწრაფად იმისთვის, რომ გააძლიეროს თავდაცვისუნარიანობა და სამხედრო წარმოება:
ყველას ესმის, რომ ამჟამინდელი ტემპით უკრაინა და ევროპა შეიძლება გაძლიერდეს ხუთ წელიწადში. ეს ძალიან ხანგრძლივი და საშიშია. ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ომის დროს ეს შეიძლება გაკეთდეს უფრო სწრაფად, მაგრამ ყველამ უნდა იმოქმედოს სწრაფად. ეს ნიშნავს წარმოების გაძლიერებას და მასიურად გაზრდას ყველა მოკავშირე ქვეყანაში, რათა რეალური გახდეს უსაფრთხოების გარანტიები მთელი ევროპისთვის." ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.