"ეს ძალიან გამამხნევებელია. ჩვენ საკანონმდებლო სესიის ადრეულ ეტაპზე ვართ და "MEGOBARI აქტი" ახლა უკვე სენატშიც განიხილება. ლიდერები დგამენ ნაბიჯებს იმავე მიმართულებით როგორიც ჩვენ გვქონდა, როცა "MEGOBARI აქტი" რესპუბლიკელმა და დემოკრატებმა წარმომადგენელთა პალატაში, ორპარტიული მხარდაჭერით წარვადგინეთ. ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ ეს კანონმდებლობა წინ მიიწევს. ჩვენ გვსურს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ქართველი ხალხისთვის. გვსურს რომ ის წარმატებული იყოს საკუთარი ნება გამოხატონ, ნება, რომელიც ევროკავშირის წევრად ყოფნაა, NATO-თან თანამშრომლობის შესაძლებლობაა, ეს ქართველი ხალხისთვის სასარგებლოა".
- განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში.