მარკო რუბიოსა და სერგეი ლავროვს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

გამოქვეყნდა:

სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. ინფორმაციას შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, სახელმწიფო მდივანმა ლავროვს შეატყობინა, ირანის მიერ მხარდაჭერილი ჰუსიტების წინააღმდეგ აშშ-ის სამხედრო შემაკავებელი ოპერაციების შესახებ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ წითელ ზღვაში მის სამხედრო და კომერციულ გემებზე ჰუსიტების თავდასხმებს არ შეეგუება.

"რუბიომ და ლავროვმა ასევე განიხილეს საუდის არაბეთში ბოლო შეხვედრების შემდგომი ნაბიჯები და შეთანხმდნენ გააგრძელონ მუშაობა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის კომუნიკაციის აღდგენისთვის", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი