სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მზად არის არჩევნები დანიშნოს უახლოეს სამ-ოთხ თვეში, თუ ამას ოპოზიცია მოითხოვს. ასე გამოეხმაურა ის ბელგრადში გამართულ მასშტაბური ანტისამთავრობო აქციას.
პრეზიდენტის მტკიცებით, ეს არჩევნები მას კიდევ უფრო დამაჯერებელ გამარჯვებას მოუტანს.
მისი თქმით, ხელისუფლებამ ამ პროტესტიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს და მზად იყოს ცვლილებებისთვის. თუმცა, მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ სერბების უმრავლესობა არ უჭერს მხარს "ფერად რევოლუციას" და სტაბილურობის მომხრეა.
გუშინ, 15 მარტს ბელგრადში მორიგი მასშტაბური ანტისამთავრობო აქცია გაიმართა.