
კახა კალაძე საახალწლო ნაძვის ხის ტოტებსა და განათებაში 205 ათას ლარს დახარჯავს - როგორც ირკვევა, მერი შარშანდელი ნაძვის ხით კმაყოფილი თავადაც არ დარჩა.
როდესაც ქვეყანა უდიდეს გაჭირვებაშია, დედაქალაქის მერი აპირებს რესპუბლიკის მოედანზე დადგმულ გაურკვეველი კონსტრუქცია ნაძვის ხეს დაამსგავსოს.
როგორც ექსპერტები ამბობენ, დედაქალაქის მერს, ნაძვის ხეზე ტენდერი შარშანვე უნდა გამოეცხადებინა.
ოპოზიცია კი აცხადებს, რომ კოვიდ პანდემიის პირობებში საახალწლო ნაძვის ხის გასალამაზებლად 200 ათას ლარზე მეტის გამოყოფა დაცინვა. ოპოზიციაში იმასაც აცხადებენ, რომ დედაქალაქის მერმა ფულის შოვნის ახალი ხერხი აღმოაჩინა.
ნაძვის ხე, რომელიც შარშან მთავარ მოედანზე დადგეს ქალაქის ბიუჯეტს მილიონი ლარი უკვე დაუჯდა.