ტრამპმა დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარს სამშაბათს გეგმავს

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს  დაადასტურა, რომ პუტინთან საუბარი სამშაბათს ექნება. 

„მე ვესაუბრები პრეზიდენტ პუტინს სამშაბათს. უამრავი სამუშაო ჩატარდა შაბათ-კვირას. ჩვენ გვინდა ვნახოთ, შევძლებთ თუ არა ამ ომის დასრულებას. შეიძლება ჩვენ შეგვიძლია, შეიძლება არ შეგვიძლია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი შანსი გვაქვს“, - ამბობს ტრამპი.

რაც შეეხება მხარეების მიერ, დათმობებზე წასვლის შესახებ დასმულ კითხვას, ტრამპი ამბობს: „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ვისაუბრებთ მიწაზე. ...ელექტროსადგურებზე, რადგან ეს დიდი საკითხია. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ უკვე ბევრი რამ გვაქვს განხილული ორივე მხარის მიერ. ”

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი