სამომავლო სამშვიდობო მოლაპარაკებებში უკრაინისთვის უცვლელი დარჩება სამი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც „წითელი ხაზია“ და არ ექვემდებარება განხილვას - განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი სიბიგამ.
"პირველი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი - უკრაინა არასოდეს აღიარებს ოკუპირებულ ტერიტორიებს. მეორე - არცერთ ქვეყანას არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინელი ხალხის არჩევანზე ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე; მესამე - ჯარის თავდაცვისუნარიანობისა და შესაძლებლობების შეზღუდვა, რაზეც უკრაინა არ დათანხმდება. " აღნიშნა სიბიგამ და განმარტა, რომ უკრაინის ყველა პარტნიორმა იცის ამ ფუნდამენტური საკითხების შესახებ.