2024 წელს, ვილნიუსში, IKEA-ს საწყობზე თავდასხმა რუსეთის სამხედრო დაზვერვის ორგანიზებულია | ლიეტუვა

გამოქვეყნდა:

ლიეტუვის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, გასულ წელს, ვილნიუსში IKEA-ს საწყობზე თავდასხმის უკან, რუსეთის სამხედრო დაზვერვა იდგა.
ორგანიზებული დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის მთავარი პროკურორის, არტურას ურბელისის ცნობით საქმე ვილნიუსის რეგიონულ სასამართლოს გადაეცა. ოფიციალური ვილნიუსი მომხდარს ტერორისტულ აქტად აკვალიფიცირებს. 

"შეგროვებულმა მონაცემებმა საშუალება მოგვცა დავასკვნათ, რომ ორგანიზატორი რუსული სამხედრო დაზვერვა იყო. გამოძიება ამ მიმართულებით გაგრძელდა“, - განაცხადა პროკურორმა.

რუსეთის ხელისუფლება ამ განცხადებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

გამომძიებლების თქმით, დანაშაულის ჩადენაში მხილებულია ორი უკრაინელი, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი იყო. ლიეტუვაში მას ტერორისტული თავდასხმისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო შენახვის ბრალდებით წაუყენეს ბრალი, მეორე პირი კი პოლონეთში დააკავეს და იქ გაასამართლებენ.

როგორც მედია აღნიშნავს, IKEA შემთხვევით არ ყოფილა არჩეული, რადგან ამ ქსელმა ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი დატოვა.

ხანძარი ვილნიუსში, სავაჭრო ცენტრ IKEA-ს საწყობში 2024 წლის მაისში გაჩნდა. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი