"გასაკვირი იცით რა არის? ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ" | ნიკა გვარამია

გამოქვეყნდა:

"დღეს ორი ნაბიჯი გადაიდგა დიქტატურის მიმართულებით:

მიშა სააკაშვილს ისეთი მიუსაჯეს, მერე მანამდე მისჯილებს დაამატეს, მერე ჯამი კვადრატში აიყვანეს და საბოლოოდ 12 წელიწად ნახევარზე ავიდნენ. გასაგებია: დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე მძიმე ავტორიტარიზმზე და ქვეყნის მთავარ პოლიტპატიმარზე ვსაუბრობთ (ზვიადის დაპატიმრება ვერ მოასწრეს დამოუკიდებელ საქართველოში) და არაფერი აღარაა გასაკვირი.
 
ყველა ფონდი, რომელიც ეხმარებოდა დაზარალებულებს (ნანუკას, გილაურის და სხვებიც) დააყადაღეს. ჯერ ხომ ხალხს აჯარიმებენ წარმოუდგენელი თანხით. ახლა ვინც უხდის ამ თანხებს, ვინც უკანონო პატიმრებს ეხმარება - იმათაც აჯარიმებენ. აგერ, ნანუკა ჟორჟოლიანს მთლად გურიის დახმარებისთვის მოსთხოვენ პასუხს, რა ვიცი, თოვლის დისკრედიტაციისთვის უჩივლებს ალბათ "შეურაცხყოფილი თოვლი". არც ესაა გასაკვირი, სრულიად არა.

მარა, გასაკვირი იცით რა არის? რა და ის, რომ ამდენი "არც ესაა გასაკვირი" დაგროვდა და გაკვირვების გარეშე, სრულიად მოსალოდნელობის რეჟიმში სამშობლოს ვკარგავთ. აი ეს კი ნამდვილად გასაკვირია."

- წერს Facebook-ზე "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა გვარამია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი