ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი "რადიო თავისუფლების" აშშ-ის მიერ დაფინანსების შეწყვეტის საკითხს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირს დაფინანსება ავტომატურად არ შეუძლია, თუმცა ეს რეალური ბიძგია, რომ გზა მოიძებნოს.
კალასი დაფინანსების შეწყვეტას "სამწუხაროს" უწოდებს. მისი თქმით, "რადიო თავისუფლება" დემოკრატიის შუქურაა და მისი დაფინანსების საკითხი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაისვა.
"სამწუხაროა იმის მოსმენა, რომ აშშ ხსნის თავის დაფინანსებას. ახლა ჩვენთვის ჩნდება კითხვა, შეგვიძლია თუ არა შემოვიდეთ ჩვენი დაფინანსებით, რათა შევავსოთ სიცარიელე, რომელსაც აშშ ტოვებს? ამ კითხვაზე პასუხი არის ... ავტომატურად არა", - თქვა მან და დასძინა, რომ ბლოკი "ნახავს, რა შეუძლია, რომ გააკეთოს".
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომლის მიხედვითაც რამდენიმე ფედერალურ სააგენტოს არ დაევალება იმ საქმიანობის გაგრძელება, რომელიც განსაზღვრული არ არის. ტრამპის გადაწყვეტილების შემდეგ, USAGM-ის რესურსების შეზღუდვაზე, "ამერიკის ხმის" თანამშრომლები ანაზღაურებად შვებულებაში გაუშვეს, "რადიო თავისუფლებას" გრანტები შეუწყდა.