Politico-ს ცნობით, უნგრეთმა რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების დაბლოკვა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, პეტერ სიიარტოსთან განხორციელებული სატელეფონო ზარის შემდეგ გადაიფიქრა. გავლენიანი გამოცემა აღნიშნულ ინფორმაციას ორ ანონიმურ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც Politico 2 წყაროზე დაყრდნობით წერს, მარკო რუბიომ მოუწოდა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თავი შეიკავონ ევროკავშირის სანქციების სისტემისთვის ძირის გამოთხრისგან. წყაროების თანახმად, სწორედ ამ საუბარმა იქონია გავლენა ბუდაპეშტის გადაწყვეტილებაზე.
შეგახსენებთ, რომ იანვარში უნგრეთი ამბობდა, რომ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გახანგრძლივების გადაწყვეტილებისთვის ვეტოს დადებას აპირებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში, ქვეყანა ერთიან გადაწყვეტილებას დათანხმდა.
ევროკავშირის ელჩები, უნგრეთის დათანხმების შემდეგ, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებაზე 14 მარტს შეთანხმდნენ.