სეუ-ის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რუსთაველის გამზირზე, 24-საათიანი უწყვეტი პროტესტი დაიწყეს.

"სეუ-ის სტუდენტური მოძრაობა ვიწყებთ პროტესტების ახალ ტალღას. 62 დღე გავატარეთ უნივერსიტეტის #304 აუდიტორიაში, ირაკლი მიმინოშვილის, სეუ-ის 19 წლის სტუდენტისთვის. დღეს, 17 მარტს გადავწყვიტეთ, "ქართულ ოცნებას" ვაჩვენოთ, რომ ძალა სტუდენტებშია. ერთად გავიარეთ შუქჩამქრალი და გაყინული აუდიტორია.

30 დღე გავატარეთ ღია ცის ქვეშ, იმიტომ რომ სტუდენტებს უნივერსიტეტში არ გვიშვებდნენ. გვქონდა სამარცხვინო შეხვედრა გია კავთელიშვილთან, რექტორთან, სადაც დადო პირობა რომ ირაკლი მიმინოშვილს თავდებად დაუდგებოდა, მაგრამ პირობა ფუჭი აღმოჩნდა და რექტორი სასამართლო დარბაზშიც კი არ გვინახავს. დღეს, სეუ-ს სტუდენტური მოძრაობა იწყებს უწყვეტ, 24-საათიან პროტესტს რუსთაველის გამზირზე. ", - ამბობენ სტუდენტები.

შეგახსენებთ, რომ ირაკლი მიმინოშვილი რეჟიმის ერთ-ერთი პატიმარია. მას ოლიგარქის პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება. 19 წლის სტუდენტს 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. მიმინოშვილი სწორედ ის სტუდენტია, რომელიც 11 იანვრის სასამართლო პროცესზე შეუძლოდ გახდა

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი