თეთრი სახლის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მზადაა, რუსეთს სანქციები დაუწესოს იმ შემთხვევაში, თუ რუსეტის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებები "არ წარიმართება ისე, როგორც იმედოვნებდნენ".
თეთრი სახლის პრესმდივანი, კაროლინ ლევიტი ამბობს, რომ რუსეთი და უკრაინა ახლა მშვიდობისკენ "10 იარდის ხაზზე" არიან და ისინი "სამშვიდობო შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს".
ლევიტი აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი ტრამპი მზად არის რუსეთზე "გავლენა" მოახდინოს.
"პრეზიდენტი ამაზე უკვე საუბრობდა, და რა თქმა უნდა, ის მზად არის ეს გააკეთოს, თუ საჭირო იქნება. მე არ დავასწრებდი პრეზიდენტს ასეთი მნიშვნელოვანი საკითხის მიღებაში. ამერიკა ტრამპსა და პუტინს შორის დაგეგმილი საუბრის შედეგებს გამოაქვეყნებს... პრეზიდენტი ტრამპი ძალიან ამაყობს პროგრესით, რომელიც მან და მისმა გუნდა მიაღწია ასეთ მოკლე დროში. იმედი გვაქვს, რომ ხვალ ეს პროგრესი გაგრძელდება", - თქვა პრესმდივანმა.