ჰონდურასში, კარიბის ზღვის სანაპიროზე, ავიაკატასტროფას 7 ადამიანი ემსხვერპლა. თვითმფრინავის ნამსხვრევებიდან 10 ადამიანი ცოცხალი გამოიყვანეს. ისინი ახლომდებარე საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევა ორშაბათს ღამით, როატანის კუნძულიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში მოხდა. Jetstream თვითმფრინავში, რომელსაც ჰონდურასის ავიაკომპანია Lanhsa მართავდა, 14 მგზავრი და ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.
როატანის სახანძრო კაპიტანმა ფრანკლინ ბორჯასმა აღნიშნა, რომ სამძებრო სამაშველო სამუშაოებს არახელსაყრელი პირობები ართულებდა.
"უბედური შემთხვევის ადგილზე მისვლა რთული იყო, რადგან იქ 30 მეტრიანი კლდეებია და სიარულის ან ცურვისას იქ ვერ მოხვდებით. მყვინთავებს, რომლებიც ეხმარებიან სამაშველო სამუშაოებს, აქვთ ნულოვანი ხილვადობა," - განაცხადა მან.
ამ დროისთვის, ავიაკატასტროფის მიზეზი უცნობია.