"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკური საბჭოს სხდომას მართავს. სავარაუდოდ, განხილვის მთავარი თემა მიმდინარე პროცესები და სამომავლო სამოქმედო ნაბიჯებია..
პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ "უფრო მეტად უნდა კონცენტრირდნენ პარტიული ბრძოლის გაძლიერებაზე", თუმცა ადასტურებენ, რომ ერთიანობასა და კოორდინაციაზე პრობლემა არ აქვთ და მზად არიან თანამშრომლობისთვის.
ლევან ხაბეიშვილი კი, სალომე ზურაბიშვილის ბოლო განცხადებისთვის აკრიტიკებს:
"ერთიანობასთან დაკავშირებით არასდროს პრობლემა არ გვქონია, თუმცა ყველაფერს აქვს საზღვარი. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ ერთიანობაზე და სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ ერთიანობა შემოგდებული თემაა და თურმე დაქსაქსულობაა კარგი, ეს არ არის ნორმალური და უნდა ვუთხრათ სალომეს, რომ ცოტა აზრზე მოვიდეს. ძალა არის ერთობაში, ამას ვინც ვერ გაიგებს, უნდა გვესმოდეს, რომ ის არის ბიძინა ივანიშვილის მაშველ რგოლი, მათ შორის ე.წ. ოპოზიციური პარტია რო აქვს გახარიას " ამბობს ლევან ხაბეიშვილი. [ ტვ პირველი]