Gallup-ის გამოკითხვით, ამერიკელთა 46%-ს სჯერა, რომ აშშ არ აკეთებს საკმარისს უკრაინის მხარდასაჭერად - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია მას შემდეგ, რაც ამ თემაზე პირველად ჩატარდა გამოკითხვა 2022 წლის აგვისტოში - წერს X-ზე თეთრი სახლის კორესპონდენტი ალექს რაუფოღლუ.
მისი ცნობით, 3-დან 11 მარტამდე, Gallup-მა 2219 ამერიკელი გამოკითხა უკრაინის მიმართ ამერიკის პოლიტიკის შესახებ. ცდომილება 2%-იანია.
რაუფოღლუ წერს, რომ იგივე კითხვაზე დეკემბერში, გამოკითხულთა 30%-მა გასცა იგივე პასუხი.
"ასევე დაფიქსირდა ხუთი პუნქტით - 53%-მდე მატება იმ ამერიკელებში, რომლებიც ფიქრობენ, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააგრძელოს უკრაინის მხარდაჭერა ტერიტორიების დასაბრუნებლად, მაშინაც კი, თუ ეს გულისხმობს ომის გახანგრძლივებას და არა კონფლიქტის სწრაფად დასრულებას.
Gallup-ის გამოკითხვამ ასევე აჩვენა, რომ ამერიკელების 81% ფიქრობს, რომ პუტინი დიქტატორია, ხოლო უმრავლესობა (60%), მათ შორის რესპუბლიკელები, მიიჩნევენ, რომ ომზე მხოლოდ რუსეთია პასუხისმგებელი.
ამგვარად, ამერიკელთა ორი მესამედი (67%) მხარს უჭერს უკრაინის დახმარებას ომის დასრულებამდე." წერს რაუფოღლუ.