თეთრი სახლის ცნობით, ტრამპისა და პუტინის სატელეფონო საუბარი დაიწყო. ტრამპის პრესმდივნის ინფორმაციით, მოლაპარაკებები მოსკოვის დროით 17:00, ვაშინგტონის დროით კი დილის 10 საათიდან მიმდინარეობს.
"პრეზიდენტი ტრამპი ამჟამად იმყოფება ოვალურ კაბინეტში და ესაუბრება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს დილის 10:00 საათიდან. საუბარი კარგად მიმდინარეობს და ჯერ კიდევ მიმდინარეობს." წერს დენ სკავინო
ტრამპი პუტინთან უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის პირობებს განიხილავს.