ლევან ვარშალომიძის გასათავისუფლებლად ყაზახეთთან მოლაპარაკებებში უკრაინული მხარე აქტიურადაა ჩართული | ბარამიძე

გამოქვეყნდა:

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის ინფორმაციით, ლევან ვარშალომიძე ყაზახეთში, რუსეთში აღძრული საქმის გამოძიების ფარგლებშია დაკავებული. რუსეთი ვარშალომიძეს უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობას ედავება, თუმცა ბარამიძის თქმით, ეს სიმართლეს არ შეესაბამება, ვარშალომიძე საბრძოლო მოქმედებებში არ მონაწილეობდა სხვა კუთხით ეხმარებოდა უკრაინას.

ბარამიძის ინფორმაციითვე, ვარშალომიძეს უკვე ჰყავს ადვოკატი, საქმის კურსშია საქართველოს ელჩი ყაზახეთში და ყაზახურ მხარესთან მოლაპარაკებებში აქტიურადაა ჩართული უკრაინული მხარეც იმისთვის, რომ არ მოხდეს ვარშალომიძის ექსტრადირება მოსკოვში.

ბარამიძეს არ აქვს მოლოდინი, რომ "ოცნების" რეჟიმი ვარშალომიძის გასათავისუფლებლად რამეს გააკეთებს. 

"ლევანს არ აქვს საშუალება პირადად გვეკონტაქტოს, აყვანილია კომპეტენტური ადვოკატი, ასევე მინდა მადლიერება გამოვხატო უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირების მიმართ, რომლებიც მყისიერად ჩაერთნენ კომუნიკაციაში ყაზახეთის ხელისუფლებასთან, ლევანის გასათავისუფლებლად, ამ უკანონობის და გაუგებრობის აღმოსაფხვრელად, რათა მასთან მიმართებაში არ მოხდეს ის, რაც ძალიან შესაძლებელია, ექსტრადიცია განხორციელდეს ყაზახეთიდან რუსეთში. რადგან უკრაინის ხელისუფლების უმაღლესი დონის პირები არიან ჩართულნი, მე იმედები გამიჩნდა, რომ ეს საკითხი ისე მოგვარდება, როგორც საჭიროა

მე მათთან [საელჩო] კომუნიკაცია არ მაქვს, მათგან მხოლოდ მავნებლობას მოველი, მათგან მოველი რომ თუ რუსების მიერაა საქმე ინიცირებული, მე ვთვლი, რომ ისინი ეტყვიან ყაზახებს, რომ გადაეცით [მოსკოვს]. მე პირადად, რაც მაქვს კონტაქტები უკრაინაში, ლევანს ჩემზე მეტი აქვს, ლევანს არამარტო იცნობენ , აფასებენ, მეგობრობენ და ესე შემთხვევით უკრაინის საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი ადამიანი არ ხდება. ამ წუთას აღარაა   [საინვესტიციო საბჭოს ხელმძღვანელი], მაგრამ უკრაინის ამჟამინდელ ადმინისტრაციაში მუშაობდა ლევანი ამ თანამდებობაზე და ყველა იცნობს" ამბობს ბარამიძე "რეაქციაში"

იხილეთ:

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი