გერმანიის ბუნდესტაგმა მხარი დაუჭირა მრავალმილიარდიან ფინანსურ პაკეტს, რომელიც თავდაცვისა და ინფრასტრუქტურის ხარჯების გაზრდას ითვალისწინებს. კანონპროექტით 500 მილიარდი ევროს ოდენობის ინფრასტრუქტურული ფონდის შექმნაა გათვალისწინებული.
ფინანსური პაკეტი უკრაინის ფინანსურ დახმარებასაც მოიცავს.
ეს ინიციატივა გერმანიის მომავალმა კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა არჩევნებში გამარჯვების შემდეგ წარადგინა. მისი თქმით, ეს დიდი ნაბიჯია ევროპის ახალი თავდაცვითი საზოგადოების შექმნისკენ.
გეგმა თავდაცვისა და უსაფრთხოების ხარჯებისთვის სახელმწიფო სესხზე კონსტიტუციით გათვალისწინებულ შეზღუდვებს შეამსუბუქებს, რაც ხელისუფლებას თავდაცვისა და ინფრასტრუქტურისთვის ხარჯების გაზრდის საშუალებას მისცემს.