სტამბოლის მერს უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც ის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს

გამოქვეყნდა:

სტამბოლის მერს, მთავარი ოპოზიციური რესპუბლიკური სახალხო პარტიის ლიდერს, ეკრემ იმამოღლუს სტამბოლის უნივერსიტეტმა დიპლომი გააუქმა, რის გამოც იმამოღლუ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს. სტამბოლის უნივერსიტეტის განცხადებით, დიპლომი "დარღვევების გამო" გააუქმეს.

იმამოღლუს შეფასებით, უნივერსიტეტის გადაწყვეტილება უკანონოა და  სასამართლოში გაასაჩივრებს - "არ მაქვს რწმენა, რომ სამართლიანი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, თუმცა არ დავნებდები. ყველაფერი, რასაც ხალხმა მიაღწია, საფრთხეშია“, – ამბობს ეკრემ იმამოღლუ.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი