"ეს ჩვენი აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული ნაბიჯებია, როცა მტერი ჩვენს ტერიტორიაზეა..." - ასე პასუხობს უკრაინის პრეზიდენტი რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებას, ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინის შეიარაღებული ძალების შესვლასთან დაკავშირებით.
კითხვაზე, აწარმოებს თუ არა უკრაინა ოპერაციებს ბელგოროდის რეგიონში, პრეზიდენტი ზელენსკი ამბობს:
"ეს ჩვენი აბსოლუტურად გასაგები სტრატეგიული ნაბიჯებია, როცა მტერი ჩვენს ტერიტორიაზეა... ჩვენ ვნახეთ ჯარების ახალი კონცენტრაცია სუმის რეგიონის საზღვარზე. ჩვენ ვხედავთ, რისი გაკეთებაც უნდათ- სუმის, ხარკოვისა და ზაპოროჟიეს რაიონებზე დარტყმა სურთ. ეს არის ის, რასაც ჩვენ ვხედავთ. ასე მარტივად ამის უფლებას არ მივცემთ" უთხრა ზელენსკიმ ჟურნალისტებს.
სამშაბათს, 18 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ შეჭრას რუსეთის ტერიტორიაზე ბელგოროდის რეგიონის დასავლეთ ნაწილში დემიდოვკასა და პრილესეს დასახლებების მიმართულებით.