არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას - ამბობს არალეგიტიმური საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ანაკლიის პორტის პროექტზე საუბრისას.
ბოჭორიშვილი ინდოეთში, პანელურ დისკუსიაზე „ხედვა კავკასიიდან“ სიტყვით გამოვიდა და განაცხადა:
„ჩვენ გვაქვს ორი მნიშვნელოვანი პორტი საქართველოში – ფოთისა და ბათუმის, ორივე მუშაობს, თუმცა დიდი გემებისთვის ეს არ არის საკმარისი. საკმარისი არ არის რესურსების სრული ათვისებისთვის, ამიტომაც დაიწყო ანაკლიის პროექტი. არ დავაკავშირებდი მას გეოპოლიტიკასთან, ეს უფრო უკავშირდება ეკონომიკურ თანამშრომლობას. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს უსაფრთხოების გამოწვევები, საქართველო ძალიან კარგი ქვეყანაა ინვესტიციებისთვის, ჩვენ ძალიან ღია ვართ ყველასთან თანამშრომლობისთვის. მხოლოდ ჩინური კომპანია არ მუშაობს ანაკლიის პორტზე, ბელგიური კომპანიაც ასრულებს სამუშაოს ნაწილს. ამ პორტის დიდი ნაწილი საქართველოს სახელმწიფოს საკუთრებაშია“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა. [პირველი არხი]