ოლიგარქის პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილს ერთი მრჩეველი ჰყავს. ინფორმაციას ამის შესახებ BMG-ი ავრცელებს. როგორც BMG-ის მიერ პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, მიხეილ ყაველაშვილს ერთადერთი მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობის მიმართულებით ჰყავს, რომლის თანამდებობრივი სარგო 6 424 ლარია.
არსებული ინფორმაციით ოლიგარქის პრეზიდენტის მრჩეველი ლუკა ეხვაიაა. ლუკა ეხვაია Youtube-ზე "ფუკოს ქანქარას" პოდკასტის წამყვანია
ღია წყაროების თანახმად, ლუკა ეხვაია საერთაშორისო პოლიტიკის კვლევისა და პროგნოზირების ცენტრის უფროსი მეცნიერ-მკვლევარია. 2010 - 2014 წლებში სწავლობდა კავკასიის უნივერსიტეტში - სახელმწიფო მართვის სკოლაში (CSG), სოციალურ მეცნიერებებში საერთაშორისო ურთიერთობებზე სპეციალიზაციით (ბაკალავრი); 2015 - 2017 წლებში კი - ბოლონიის უნივერსიტეტში, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტზე ისწავლა და მიიღო მაგისტრის ხარისხი აღმოსავლეთ ევროპის ინტერდისციპლინურ კვლევაში და სწავლებებში. საჯარო წყაროების მიხედვით, მიხეილ ყაველაშვილს უმაღლესი განათლება არ აქვს.