კობახიძის დადგენილებით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს

გამოქვეყნდა:

არალეგიტიმური პრემიერის დადგენილებით, აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის [უსკო] მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს იარაღის ტარების უფლება მისცეს. დადგენილება 2025 წლის 18 მარტიდან ამოქმედდა.

„საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის სისტემაში სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და წევრებს, აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის მოქმედ თავმჯდომარესა და არჩეულ წევრებს“ - ნათქვამია  2014 წლის დადგენილებაში შესულ ცვლილებებში. 

უსკოში 8 წევრია: თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია, თავმჯდომარის მოადგილე ნოდარ მელაძე, მდივანი ტარიელ გოგიტიძე და ასევე წევრები: ირაკლი გვარჯალაძე, მარიამ გუგუნავა, ციალა შავაძე, ზაალ ზაალიშვილი, თამარ ქამადაძე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი