გაყინული რუსული აქტივები უნდა დარჩეს გაყინული იქამდე, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს და არ აანაზღაურებს ზარალს | EU-ს სამიტის დასკვნა

გამოქვეყნდა:

დღეს, 20 მარტს, ბრიუსელში გამართული ევროკავშირის სამიტის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რუსეთმა უნდა აჩვენოს რეალური სურვილი, დაასრულოს უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული ომი. უნგრეთმა დღესაც უარი თქვა დოკუმენტზე ხელმოწერაზე, რის გამოც, დოკუმენტს 26  ქვეყანის მხარდაჭერა აქვს.

დოკუმენტის მიხედვით, ევროკავშირი მიესალმება უკრაინისა და შეერთებული შტატების ერთობლივ განცხადებას საუდის არაბეთში შეხვედრის შემდეგ, რომელიც ასახავს წინადადებებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და აღნიშნავს შეერთებული შტატების დაზვერვის მონაცემების გაზიარებისა და დახმარების განახლებაზე.

ევროპის საბჭო მოუწოდებს რუსეთს გამოიჩინოს რეალური პოლიტიკური ნება ომის დასასრულებლად.

ევროკავშირის 26 ქვეყნის ლიდერები ხაზს უსვამენ, რომ მშვიდობისკენ მიმავალი გზა უნდა მოიცავდეს ძალისხმევას ჰუმანიტარული დახმარების გაწევის, სამხედრო ტყვეების გაცვლის, მშვიდობიანი მოსახლეობის გათავისუფლებისა და ყველა გატაცებული უკრაინელი ბავშვის დაბრუნებისკენ.

ამავე დოკუმენტით, ევროკავშირი გამოთქვამს მზადყოფნას, გაზარდოს ზეწოლა რუსეთზე, მათ შორის დამატებითი სანქციების დაწესებითა და არსებული ზომების აღსრულების გაძლიერებით.

ასევე, გაყინული რუსული აქტივები უნდა დარჩეს გაყინული იქამდე, სანამ რუსეთი არ დაასრულებს ომს უკრაინის წინააღმდეგ და არ აანაზღაურებს მისთვის მიყენებულ ზარალს.

ევროკავშირმა აცხადებს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს სამშვიდობო პროცესს და დაეხმაროს უკრაინას სამართლიანი და გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაში, რომელიც აკმაყოფილებს როგორც უკრაინის, ისე მთლიანად ევროპის ინტერესებს.

დასკვნებში ასევე ნათქვამია, რომ ევროპა მზადაა უკრაინას რეგულარული ფინანსური და სამხედრო დახმარება გაუწიოს.

დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია ომის დანაშაულებზე პასუხისმგებელ პირებზე პასუხისმგებლობის დაკისრების აუცილებლობა. ევროკავშირი აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ დანაშაულისთვის, სპეციალური ტრიბუნალის შექმნის პროცესის მნიშვნელობას.

გარდა ამისა, როგორც EuroPravda წერს, ევროპის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე ევროკავშირის არაერთმა ლიდერმა მხარი დაუჭირა უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების პროცესის დაჩქარებას.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი