სუმის რეგიონში რუსეთის ავიაიერიშებს ორი ადამიანი ემსხვერპლა. რეგიონული პროკურატურის ინფორმაციით, ხუთშაბათს, დაახლოებით 15:20 საათზე, ოკუპანტებმა მართვადი საჰაერო ბომბები ჩამოაგდეს სოფელ კრასნოპოლიეზე, რომლებიც ორსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა.
დაღუპულია ასაკოვანი ქალი და მამაკაცი, რომლის ასაკიც დაზუსტებული არ არის.