პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც რუსეთში მცხოვრებ უკრაინელებს ავალდებულებს „მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი“ 10 სექტემბრამდე, ან დატოვონ ქვეყანა.
"უკრაინის მოქალაქეებმა, რომლებიც იმყოფებიან ქვეყანაში და რომლებსაც არ აქვთ რუსეთში ცხოვრების/დარჩენის კანონიერი საფუძველი, უნდა დატოვონ ქვეყანა დამოუკიდებლად ან მოაგვარონ თავიანთი სამართლებრივი სტატუსი მიმდინარე წლის 10 სექტემბრის ჩათვლით". - ნათქვამია პუტინის ბრძანებაში, რომელსაც მან ხელი დღეს მოაწერა.
ბრძანება ეხება რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებსაც. პუტინის ბრძანებით, მათ უნდა გაიარონ სამედიცინო გამოკვლევა და წარადგინონ შესაბამისი დოკუმენტები მიმდინარე წლის 10 ივნისამდე. სამედიცინო შემოწმება გულისხმობს ტესტირებას აივ ინფექციასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე.