დონალდ ტრამპის განცხადებით, უკრაინასთან ე.წ. მინერალების შესახებ შეთანხმებას ხელი "მალე მოეწერება". კონკრეტული თარიღი აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუსახელებია:
"ერთ-ერთი რასაც ჩვენ ვაკეთებთ არის ის, რომ ძალიან მალე მოვაწერთ ხელს ხელშეკრულებას უკრაინასთან იშვიათი მინერალების შესახებ. მათ აქვთ უზარმაზარი ღირებულება იშვიათი მინერალების თვალსაზრისით და ჩვენ ამას ვაფასებთ." განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.
შეგახსენებთ, დოკუმენტი მზად იყო ხელმოწერისთვის, მაგრამ ცერემონია, რომელიც თეთრ სახლში უნდა გამართულიყო, ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის მომხდარმა საჯარო დაპირისპირებამ ჩაშალა.