დიდ ბრიტანეთში ჰითროუს აეროპორტი, ელექტრო ქვესადგურში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, მთელი დღით დაიხურა. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
"ჩვენი მგზავრების და კოლეგების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, ჰითროუ დაიკეტება 21 მარტს 23:59 საათამდე" - აღნიშნულია განცხადებაში.
ლონდონის სახანძრო ბრიგადის განცხადებით, დაახლოების 70 მეხანძრე ცდილობდა ცეცხლის ჩაქრობას. ხანძარმა აეროპორტის ელექტროსისტემა დააზიანა. ჰითროუს ფრენების გადამისამართება მოუხდა.
ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა 16 ათასზე მეტ სახლსაც. მიმდებარე შენობებიდან ევაკუირებულია ქვესადგურის უშუალო სიახლოვეს მცხოვრები 150-მდე ადამიანი.
სახანძრო ბრიგადის განცხადებით, ამ დროისთვის, ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.