„ევროკავშირი ქართველი ხალხის გვერდით დგას. ჩვენ შევწყვიტეთ საქართველოს ხელისუფლების პირდაპირი დახმარება, რომელიც 120 მილიონზე მეტს შეადგენდა. ჩვენ ასევე შევაჩერეთ 30 მილიონი მხარდაჭერის ღონისძიება 2024 წლისთვის ევროპის სამშვიდობო მექანიზმის (European Peace Facility) მეშვეობით და ჩვენ არ ვგეგმავთ რაიმე მხარდაჭერას 2025 წელს.
რაც შეეხება თქვენს შეკითხვას სამოქალაქო საზოგადოების შესახებ, ჩვენ ვაძლიერებთ მხარდაჭერას, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, ასევე დამოუკიდებელი მედიის მიმართ. უკვე არსებული მხარდაჭერის გარდა, სამოქალაქო საზოგადოებისთვის დამატებით კიდევ 15 მილიონია გამოყოფილი“
ევროკომისიის საგარეო და უსაფრთხოების საკითხების სპიკერმა ანიტა ჰიპერმა ბრიუსელში, „ინტერპრესნიუსის“ სპეციალური კორესპონდენტის კითხვაზე საპასუხოდ.