ირანის ქალაქ ისფაგანში 5.0 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა იმ ტერიტორიაზეც, რომელიც ატომური სადგური "ნატანზედან" 26 კილომეტრშია. ინფორმაციას Newsweek-ი ავრცელებს.
ირანის სეისმოლოგიურ ცენტრში აღნიშნეს, რომ რამდენიმე საათის შემდეგ კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა, რომლის სიმძლავრე 4.5 ბალი იყო.
ადგილობრივი მედია ბირთვული ობიექტის დაზიანებასა ან რაიმე მსხვერპლზე არ წერს. ადგილობრივი ხელისუფლების თქმით, ავარიული ჯგუფები დაზიანებულ რაიონებში მუშაობენ.